მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„არქი“: „წლის განმავლობაში 1 800-მდე ბინა გავყიდეთ“

63ab0a13ba2ea
თათია ჩაფიჩაძე
03.01.23 11:00
2796
„არქის“ გენერალური დირექტორის შიო ხეცურიანის თქმით, 2022 წელს კომპანიამ 1 800-მდე ბინა გაყიდა და დაახლოებით 8%-იანი ზრდა აჩვენა. წლის შეჯამებაზე საუბრისას, ხეცურიანმა აღნიშნა, რომ ექვსი ახალი პროექტის დაწყება მოახერხეს, წელს კი მათ რაოდენობას საქართველოს რამდენიმე ქალაქში კიდევ ხუთი პროექტი დაემატება.

„2022 წელს არაერთი გამოწვევა ახასიათებდა - დაწყებული პოსტპანდემიური სიტუაციიდან, ასევე იმ სამწუხარო მოვლენებით დასრულებული, რაც უკრაინაშია. ყოველივე ამან მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა უძრავ ქონებაზე, სექტორში გაიზარდა თვითღირებულება, თუმცა, პარალელურად, მოთხოვნაც გაიზარდა. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ბაზარი იყო სტაბილური.

2022 წელს მინიმუმ ხუთი ახალი პროექტის დაწყებას ვგეგმავთ მათ შორის არის თბილისი, რუსთავი, განვიხილავთ ასევე ბაკურიანს და ქობულეთს", - განაცხადა ხეცურიანმა.

რაც შეეხება ფასებს, მისი თქმით, მას ამ მხრივ პროგნოზირება გაუჭირდება, - "ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით იზრდება ფასები და ჩვენც მივყვებით შესაბამისად",- აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები