მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ჩინეთის მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს

5dc5200782e97
მიხეილ ხაჩიძე
08.11.19 16:50
1348
ჩინეთი და აშშ სავაჭრო დავის მოგვარებზე თანხმდებიან. ამერიკული ბიზნეს-პორტალების ცნობით, ვაშინგტონში მთავრობის წარმომადგენელები ადასტურებენ, რომ მხარეებს შორის, ხანგრძლივი სავაჭრო ომის შემდეგ, მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს. მსოფლიოში ორ უმსხვილეს ეკონომიკას სურს, თანდათან შეამციროს ტარიფები, სამომავლოდ კი მათი სრულიად გაუქმებაც იგეგმება.

ოფიციალური პირების განცხადებით, დეკემბერში, დონალდ ტრამპსა და მის ჩინელ კოლეგას შორის შეხვედრა შედგება. ვარაუდობენ, რომ მხარეები პირველ სავაჭრო ხელშეკრულებასაც სწორედ მაშინ გააფორმებენ.

აღსანიშნავია, რომ როგორც Bloomberg წერს, აშშ ჩინურ პროდუქციაზე $110 მლრდ–ის საბაჟო გადასახადის გაუქმებას უახლოეს პერიოდში აპირებს, $250 მლრდ-ის მოსაკრებელს კი გაანახევრებს, ხოლო დეკემბერში დაანონსებულ ახალ ტარიფებს, დღის წესრიგიდან სრულიად გადახაზავს.

სავაჭრო დავა აშშ-სა და ჩინეთს შორის ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს. ამასთან, არამარტო აშშ–ში, არამედ მთელ მსოფლიოში, ჩინეთში წარმოებულ პროდუქციაზე მოთხოვნა მკვეთრად დაეცა, რაც ჩინეთის ეკონომიკურ ზრდას აფერხებს.
 
სპეციალისტები აცხადებენ, რომ ორ უმსხვილეს ეკონომიკას შორის სავაჭრო ომით გამოწვეული, შტატებისა და ჩინეთის ეკონომიკების ნელი ზრდა, ასევე შეანელებს გლობალურ ეკონომიკასაც. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) ოქტომბერში, წლის განმავლობაში უკვე მეოთხედ, გლობალური ზრდის პროგნოზი 3%-მდე შეამცირა. ბოლოს, მათ ივლისში ზრდა 3.2 პროცენტით ჰქონდათ განსაზღვრული.