მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-მა WHO-ისთვის განკუთვნილი თანხა, შესაძლოა, სხვა ორგნიზაციებს გადაურიცხოს

5e9802cf095ac
ნათია თაქთაქიშვილი
16.04.20 11:30
812
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინსტრაცია აცხადებს, რომ ამერიკამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგნიზაციისთვის განკუთვნილი თანხა 400 მილიონი დოლარი, შესაძლოა, სხვა ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს გადაურიცხოს. ამის შესახებ ინფომაციას მედია გამოცემა Reuters-ი ავრცელებს.

როგორც სააგენტო აღნიშნავს, ვაშინგტონმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მიმდინარე წელს უკვე გადაურიცხა 58 მილიონი დოლარი, რაც 2020 წლის საწევროს მხოლოდ ნაწილია.

„ჩვენ ვაჩერებთ მეორე ტრანშს. ძალიან მარტივად შეგვიძლია ეს თანხა გადავცეთ „წითელ ჯვარს“ ან რომელიმე სხვა მსგავს ორგანიზაციას“,- აცხადებენ ტრამპის ადმინისტრაციაში.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსების შეჩერების განკარგულება 14 აპრილს გასცა. დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის საფრთხის შესახებ დროული და სათანადო ინფორმაცია არ გაავრცელა. ტრამპის განცხადებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეცდომების შედეგად, აშშ-სა და მთელ მსოფლიოში უამრავი ადამიანი დაიღუპა.