მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ "გაზპრომბანკის" და რუსული ტელევიზიების ხელმძღვანელებს სანქციებს უწესებს

627805b97a91a
BM.GE
08.05.22 22:02
939
აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოაცხადა. ახალი პაკეტის თანახმად, სანქციები მიმართულია სამი რუსული ტელევიზიისა და სახელმწიფო ბანკ - "გაზპრომბანკის" ფართო შემადგენლობის (22 პირის) წინააღმდეგ.

პაკეტი მოიცავს რუსული კომპანიებისთვის საბუღალტრო და საკონსულტაციო სერვისების მიწოდების აკრძალვასაც.

,,ეს არ არის სრული ბლოკირება. ჩვენ ,,გაზპრომბანკის" აქტივებს არ ვყინავთ და ,,გაზპრომბანკთან" რაიმე ტრანზაქციას არ ვკრძალავთ. რაზეც მივანიშნებთ არის ის, რომ ,,გაზპრომბანკი" უსაფრთხო თავშესაფარი არ არის და ამიტომ, ჩვენ სანქციებს ვუწესებთ მათ ზოგიერთ აღმასრულებელ ხელმძღვანელს", - განუცხადა ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა ჟურნალისტებს.

მათივე ინფორმაციით, სანქციების სიას დაემატა 8 ხელმძღვანელი ,,სბერბანკიდან", რომელიც რუსეთის საბანკო აქტივების მესამედს ფლობს.

სანქციები ასევე მოსკოვის ინდუსტრიულ ბანკს და მის 10 შვილობილ კომპანიას.