მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის მთავრობა რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებს

სანქციები

ომის მეორე წლისთავზე ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს აწესებს.

თეთრი სახლის განმარტებით, ახალი შეზღუდვები დაუწესდება 500-მდე კომპანიასა და კერძო პირს. გარდა ამისა, სანქცირებულთა სიაში მოექცევიან ის პირებიც, რომლებიც გარკვეულ კავშირში არიან რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების საქმესთან.

როგორც პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამბობს, სანქცირებული იქნა 100 ისეთი კომპანია, რომელიც კავშირში იყო რუსეთისთვის სამხედრო იარაღის მიწოდებასთან და საერთაშორისო რეგულაციების დარღვევასთან.

უნდა აღინიშნოს, რომ გასულ 24 საათში სანქციების მე-13 პაკეტი დაამტკიცა ევროკავშირმაც, რაც ასევე პირდაპირ კავშირშია 24 თებერვლის დადგომასთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები