მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ რუსეთს "მუდმივი ნორმალური სავაჭრო ურთიერთობების" სტატუსს გაუუქმებს

622af74a74b9f
მარიამ ვარადაშვილი
11.03.22 11:31
4606

აშშ-ის პრეზიდენტი დღეს რუსეთისთვის "მუდმივი ნორმალური სავაჭრო ურთიერთობების" სტატუსის გაუქმების შესახებ გამოაცხადებს. ამ გადაწყვეტილებას კონგრესის მხარდაჭერა სჭირდება და როგორც CNN წერს, საკანონმდებლო ორგანო მზადაა, რუსეთს ეს სტატუსი გაუუქმოს. 

ამას გარდა, CNN წერს, რომ მსგავსი სტატუსის გაუქმებას ევროკავშირი და G7 ქვეყნებიც აპირებენ და თითოეულ ქვეყანაში ეს საკუთარი კანონმდებლობის შესაბამისად მოხდება. 

სტატუსის გაუქმება აშშ-სა და სხვა ქვეყნებს შესაძლებლობას აძლევთ, რუსეთის მიერ ექსპორტირებულ სხვადასხვა საქონელზე საბაჟო ტარიფები დააწესონ, რაც დამატებითი წნეხია ისედაც რეცესიის წინაშე მდგარი რუსეთის ეკონომიკისთვის.