მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ში ფასების ზრდის ტემპი შენელდა - ინფლაციამ 8.5% შეადგინა

62f3aab63c35d
გიორგი თოლორდავა
10.08.22 16:52
1082
აშშ-ში სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი შენელდა - ივლისში წლიურმა ინფლაციამ 8.5% შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებელს.

სტატისტიკის ფედერალური ბიუროს ინფორმაციით, საბაზო ინფლაციის ინდექსი (CPI), რომელიც არ ითვალისწინებს ენერგორესურსებისა და სურსათის ფასებს, ისევ 5.9%-იან ნიშნულზე შენარჩუნდა, თუმცა ძირითად ინდექსთან მიმართებით დაღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება.

შეგახსენებთ, რომ წინა თვეს ანუ ივნისში ინფლაცია 9.1%-იან ნიშნულზე იყო, რაც 1981 წლის შემდეგ დაფიქსირებულ უმაღლეს მაჩვენებელს წარმოადგენდა.

გლობალური ეკონომიკისა და საფონდო ბირჟებისთვის ინფლაციის ზრდის ტემპის შენელებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან ის უშუალოდ განსაზღვრავს აშშ-ის ფედერალური რეზერვის მონეტარულ პოლიტიკას. ინვესტორების შეფასებით, მომდევნო შეხვედრაზე FED-ი შედარებით კონსერვატიულ სტრატეგიას აირჩევს, რადგან ინფლაციამ უკვე მიაღწია ერთგვარ მწვერვალს, შესაბამისად, ზედმეტად აგრესიული მონეტარული პოლიტიკის გატარების აუცილებლობა ქვეყანაში აღარ არის.

სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, გასულ თვეს ქვეყნის მასშტაბით ენერგორესურსების ფასები საშუალოდ 4.6%-ით შემცირდა, თუმცა სურსათთან მიმართებით ისევ ფიქსირდება 1.1%-იანი ზრდა.