05.თებერვალი .2023 11:00

აშშ-ში უმუშევრობის დონე მოსალოდნელზე მეტად შემცირდა

აშშ-ში უმუშევრობის დონე მოსალოდნელზე მეტად შემცირდა
views 560
უკან

აშშ-ში ფედერალური სტატისტიკის ბიუროს ინფორმაციით, იანვარში ქვეყანაში უმუშევრობის დონე 0.1 პროცენტული პუნქტით, 3.4%-იან ნიშნულამდე შემცირდა, რაც 1970 წლის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

აღსანიშნავია, რომ ანალიტიკოსები იანვარში უმუშევრობის დონის ზრდას პროგნოზირებდნენ, თუმცა ოფიციალური მონაცემები საპირისპირო ტენდენციაზე მიუთითებს.

საერთო ჯამში, გასულ თვეს აშშ-ში 517,000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.

ზოგადად, უმუშევრობის დონე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური ინდიკატორია, რომელსაც ფედერალური რეზერვი აქტიურად იყენებს მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრის პროცესში. უმუშევრობის შემცირება FED-ს აძლევს იმის საშუალებას, რომ ინფლაციის დასაძლევად მონეტარული პოლიტიკა იმაზე უფრო მეტად გაამკაცროს, ვიდრე ამას თავდაპირველად გეგმავდა; უმუშევრობის დონის ზრდას კი საპირისპირო გავლენა აქვს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა