მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ასკანელი პრიმა“ აშშ-ში Sommelier Choice Awards-ზე საუკეთესო ღვინოდ დასახელდა და 100 საუკეთესო ღვინოში შევიდა

62f78c01da5a9
მარიამ დემეტრაშვილი
15.08.22 09:08
931

„ასკანელი პრიმა“ აშშ-ში Sommelier Choice Awards-ზე საუკეთესო ღვინოდ დასახელდა და 100 საუკეთესო ღვინოში შევიდა, - ამის შესახებ bm.ge-ს „ასკანელის“ კომერციულმა დირექტორმა, ალექსანდრე ვაშალომიძემ უთხრა.

მისივე ინფორმაციით, ოქროს მედლით დაჯილდოვდნენ ასევე ღვინოები „საფერავი პრემიუმი“ და „ასკანელი მუზა“.

„ახლა, ბოლო პერიოდში ამერიკის შეერთებულ შტატებში Sommelier Choice Awards-ზე „ასკანელი პრიმა“ დასახელდა როგორც საუკეთესო ღვინო და შევიდა 100 საუკეთესო ღვინოში. ასევე გერმანიაში ჩატარებულ Mundus Vinis ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შეჯიბრზე „საფერავი პრემიუმი“ გახდა ოქროს მედლის მფლობელი, ოქროს მედლით დაჯილდოვდა ასევე „რქაწითელი ქვევრი“, „ასკანელი მუზა“ დაჯილდოვდა ასევე ოქროს მედლით აშშ-ში. საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს ბოლო 2 წლის განმავლობაში. ჯამურად, დაარსებიდან დღემდე კომპანიას დაახლოებით 500-ზე მეტი მედალი აქვს მოპოვებული“, - განაცხადა ალექსანდრე ვაშალომიძემ.