ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა გასულ კვირას პარლამენტში გამართულ მოსმენაზე განაცხადა, რომ ქვეყანას იმპორტირებული ელექტროენერგიის ადგილობრივით ჩანაცვლება "ნებისმიერ ფასად არ უღირს". ივანე მაჭავარიანის განცხადებით, გარანტირებული შესყიდვების კონტრაქტების პირობები, რომელთა მოცულობაც სავალუტო ფონდთან შეთანხმებით ერთხელ უკვე შეიზღუდა, სავარაუდოდ, კიდევ ერთხელ შეიზღუდება და სახელმწიფო გარანტირებული ტარიფის კონტრაქტის მაქსიმალურ ღირებულებას დაწევს.
რამდენად მნიშვნელოვანია ენერგეტიკაში გარანტირებული ხელშეკრულების არსებობა, BM.GE-იმ ამ თემაზე კერძო სექტორის მოსაზრებები გაარკვია. "კავკასიის ქარის კომპანიაში" განმარტავენ, რომ მსგავსი მექანიზმი ინვესტიციების მოსაზიდად აუცილებელია.
"ენერგეტიკული პროექტებისთვის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებების ან რაიმე ალტერნატიული პრინციპის გარეშე საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვა შეუძლებელია. იმისთვის, რომ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებმა, ისევე, როგორც ადგილობრივმა ბანკებმა, გრძელვადიანი დაფინანსება გასცენ ინვესტორისთვის მისაღები პირობებით, საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარი უნდა მიიჩნეოდეს საკმარისად ჩამოყალიბებულად და ლიკვიდურად.
ბოლო წლების სტატისტიკას რომ გადავხედოთ, არცერთი მსხვილი ენერგეტიკული პროექტი არ განხორციელებულა გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების გარეშე. ქვეყანაში მზარდი მოხმარების და ენერგოდეფიციტის ზრდის ფონზე, აუცილებელია, სხვადასხვა მექანიზმით წახალისდეს უცხოური და ადგილობრივი ინვესტიციები ამ დარგში, რათა უზრუნველვყოთ ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება და ენერგოდამოუკიდებლობა. გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულება, ან რაიმე მსგავსი მხარდაჭერის მექანიზმი აუცილებელია, იმისთვის რომ ინვესტორებს შეეძლოთ საჭირო კაპიტალის მოზიდვა ენერგეტიკული პროექტებისთვის", - აცხადებენ "კავკასიის ქარის კომპანიაში".
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე ფინანსთა მინისტრს აკრიტიკებს. მისი შეფასებით, მაჭავარიანის უწყება, პარლამენტის ტრიბუნიდან გაჟღერებული მიდგომით, მზის და ქარის ენერგოპროექტებს ომს უცხადებს.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლამდე, ელექტროსადგურების მშენებლობისთვის სახელმწიფო ინვესტორებთან გარანტირებულ ხელშეკრულებებს აფორმებდა, რაც წელიწადის გარკვეული პერიოდის, მაგალითად 8 თვის განმავლობაში, წინასწარ შეთანხმებულ ფასად, სახელმწიფოს მიერ გენერაციის ობიექტისგან ელექტროენერგიის გარანტირებულად შეძენას გულისხმობს. 2017 წელს კი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციით (სსფ მიიჩნევს, რომ ასეთი მიდგომა ბიუჯეტისთვის ფისკალურ რისკებს ზრდის), მსგავსი ხელშეკრულებების გაცემის პრაქტიკა შეიზღუდა და მას შემდეგ, გამონაკლისებს თავად მთავრობა განსაზღვრავს.
ცნობისთვის: "კავკასიის ქარის კომპანია" საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანიის (GRPC) შვილობილია, რომელიც თბილისისა და კასპის ქარის ელექტროსადგურების პროექტებზე მუშაობს. საქართველოს მთავრობამ ამ ორი პროექტის კონცეფცია უკვე მოიწონა. ჯამში, მათი დადგმული სიმძლავრე 108 მეგავატია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი