მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აუდიტი: თავდაცვის სამინისტროს 79,768.2 ათასი კვადრატული მეტრის ფინანსურად აღურიცხავი მიწა ეკუთვნის

5dc6ae335df28
შოთა ტყეშელაშვილი
09.11.19 14:45
1794
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსურ ანგარიშგებაში მნიშვნელოვანი ხარვეზები გამოავლინა. აუდიტის შეფასებით, თავდაცვის სამინისტროს მიერ მათთვის წარდგენილ საბალანსო უწყისში სამხედრო შეიარაღების, ამუნიცისს, ჯავშანტექნიკის, მიწის თუ სხვა სახის აქტივების შესახებ არსებული ჩანაწერები კითხვის ნიშნებს აჩენს, რადგანაც ის არ შეესაბამება თავად თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფების საბალანსო უწყისების ჯამს. ფინანსური ბალანსის დოკუმენტში აუდიტის სამსახურმა 730.5 მილიონი ლარის უზუსტობა გამოავლინა. 

კიდევ ერთი მიმართულება რაც აუდიტმა გამოავლინა სამინისტროს კუთვნილი მიწების არასწორად აღრიცხვის საკითხია. 

"ფინანსური აქტივების დიდი მოცულობა აღრიცხულია მხოლოდრაოდენობრივად და ფინანსურ ანგარიშგებაში არ არის ასახული. შესაბამისად,სამინისტროს ერიცხება გაცილებით მეტი ღირებულების სახელმწიფო ქონება,ვიდრე ეს ბალანსით არის წარმოდგენილი. მაგალითად: სამინისტროს ფლობსსაქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე არსებულ 79,768.2 ათას კვ.მ მიწას,რომელიც წარმოდგენილია ღირებულების გარეშე.

ბალანსზე ირიცხება როგორც შენობა-ნაგებობის, ასევე მიწის რესურსისმნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც დაურეგისტრირებელია როგორცსახელმწიფო ქონება;სამინისტროს განმარტებით, მიმდინარეობს მიწების შეფასების პროცესი დაშესაბამისი შედეგები წარმოდგენილი იქნება 2019 წლის ანგარიშგებაში,"- ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.