მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავტობუსის გაჩერების შუა ზოლში გადატანა 500 მილიონს დაგვიზოგავს - მერიის კალკულაცია

5f213d766f4c3
ინგა მურუსიძე
29.07.20 13:14
13449
"ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსები შუა ზოლში ივლიან, ზოგადად, ამ პროექტმა 500 მლნ ლარის დაზოგვის შესაძლებლობა მოგვცა", -  ამის შესახებ თბილისის მერიის ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ვიქტორ წილოსანმა დედაქალაქის მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

bm.ge-მ წილოსანთან დააზუსტა, რომ 500 მლნ ლარის ეკონომიაში ის, ზოგადად, ავტობუსების შუა ზოლში გადატანას გულისხმობდა. 

როგორც ცნობილია, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია რამდენიმე დღეში დასრულდება.

„დღეს ღამე, 00:00 საათიდან დაიწყება და სამი ღამის განმავლობაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი სატესტო რეჟიმში იმუშავებს, მძღოლები შეისწავლიან გზას, ხოლო შაბათიდან დაიწყება ახალი მოძრაობის გრაფიკი. ცვლილება კი ის იქნება, რომ ავტობუსები იმოძრავებენ შუა ზოლში. დამონტაჟდა 14 შუქნიშანი, ახალი გაჩერებები, რაც ზრდის კომფორტს ფეხით მოსიარულეებისთვის. ზოგადად, ავტობუსების გაჩერებების შუა ზოლში გადატანამ 500 მილიონი ლარის დაზოგვის საშუალება მოგვცა. საქმე იმაშია, რომ ავტობუსის შეფერხებები ანელებს მის სიჩქარეს, შესაბამისად, იზრდებოდა ლოდინის დრო, ამიტომ ავტობუსების რაოდენობა 30%-ით უნდა გაგვეზარდა, რაც ნიშნავდა, დაახლოებით, 300 მილიონ ლარის ხარჯს, ასევე, მეტი ავტობუსი ნიშნავს მეტ საოპერაციო ხარჯს, ეს კი 10 წლიან ჭრილში, დაახლოებით, 200 მლნ ლარია ანუ ჯამში, მივიღეთ 500 მლნ ლარის ეკონომია“, - განაცხადა ვიქტორ წილოსანმა.