მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავტომატურად მიიღებს თუ არა საქართველო კანდიდატის სტატუსს 12 პუნქტის შესრულების შემდეგ? - ვარჰეის პასუხი

6317933517a30
მარიამ იზორია
06.09.22 22:54
4022
ავტომატურად მიიღებს თუ არა საქართველო 12 პუნქტის შესრულების შემთხვევაში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს? - ტელეკომპანია „იმედის“ ამ შეკითხვას გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ უპასუხა.

მისი განცხადებით, ევროკავშირის გაფართოება დამსახურების საფუძველზე ხდება და გადაწყვეტილება იმ რეფორმების გათვალისწინებით მიიღება, რომელიც ქვეყანაში იმ მომენტისთვის მუშაობს.

მისივე განმარტებით, გადაწყვეტილების ბოლო ნაწილი ხანგრძლივი და მოცულობითია. ამასთან, საქართველოს ევროპული კანონმდებლობის განხორციელება მოუწევს.

„როგორ შესრულდება 12 პუნქტი და როდის, ეს არის საინტერესო. ევროკავშირის გაფართოება დამსახურების საფუძველზე ხდება; როცა შესრულდება 12 პუნქტი, ჩვენი მხრიდან გადაწყვეტილება იქნება მიღებული. მეორე საკითხია ის, რომ გადაწყვეტილება იმ რეფორმების საფუძველზე მიიღება, რომელიც ქვეყანაში ადგილზე მიმდინარეობს. ეს რეფორმები ქვეყნის, საზოგადოების, ეკონომიკის, სასიკეთოდ უნდა მუშაობდეს. რეფორმებით მეტი ევროპელი ინვესტორი ჩამოვა, მეტი ვაჭრობა იქნება, მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება, მეტი სოციალური ჩართულობა იქნება. მთავარი აქცენტი რეალურ ინტეგრაციაზე უნდა გავაკეთოთ ანუ როგორ ვახდენთ ინტეგრაციას ჩვენს მეზობელთან.

წელს რას უნდა ველოდოთ? - ბოლო ნაწილი გადაწყვეტილების და მოსაზრების, ეს არის ხანგრძლივი და მოცულობითი დოკუმენტი, რომელიც ადარებს განაცხადს, პოტენციურ განაცხადს და ევროკავშირის კანონმდებლობის განხორციელებას საქართველოში. ანუ საქართველო როგორ შეძლებს სრული განაცხადის განხორციელებას. ჩვენ გვაქვს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, იქ არის განსაზღვრული ასპექტები, ის არ არის იდენტური. 70 პროცენტი არის თანხვედრაში, იმიტომ, რომ მესამე ქვეყნებმა არ უნდა გამოიყენოთ სრულად ჩვენი დირექტივები, მაგრამ 70 პროცენტი მასში უკვე ასახულია. თქვენ რაც გაქვთ, არის გარკვეულწილად შესაბამისობა, მაგრამ მთავარია, როგორ მოხდება მომავალში ამის შესრულება. საქართველოს არა მარტო მოუწევს ევროპული კანონმდებლობის რატიფიკაცია, არამედ განხორციელება. ამიტომ, სამივე აპლიკანტს დავაკვირდებით ამ კუთხით. მომდევნო წელს სამივე ახალი კანდიდატი, იმედი მაქვს, რომ იმ დროისთვის საქართველო კანდიდატი იქნება, მაგრამ ვნახოთ, სამივეზე იქნება ანგარიში დაწერილი, როგორც ნებისმიერ სხვა კანდიდატებზე ვწერდით. გადაწყვეტილება დიდად სავარაუდოა, რომ ევროკავშირის ლიდერებმა მიიღონ. ეს არის პროცესი, ყოველთვის ასე ხდებოდა და არა მგონია, ამჯერად რამე შეიცვალოს“, - განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები