მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავტოსკოლა MC DRIVE: “პრაქტიკული გამოცდის სტანდარტი რეალობას არ შეესაბამება“

5f537f3013918
ანუკა ჯოხაძე
06.09.20 11:20
2160
მართვის მოწმობის აღების წესის ცვლილებაზე პარლამენტი უახლოეს პერიოდში იმსჯელებს. კერძოდ, ცვლილება შედის „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში, რაც სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მიღებისთვის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის დაწესებას ითვალისწინებს. კანონის პროექტით განისაზღვრება საგამოცდო მარშრუტი - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული სვლაგეზი, სადაც სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი ტარდება.

დაგეგმილი ცვლილების შეფასებისას ავტოსკოლა MC DRIVE-ის დამფუძნებელმა დავით ოძელაშვილმა bm.ge-ის უთხრა, რომ პრაქტიკული გამოცდის არსებული სტანდარტი რეალობას არ შეესაბამება. მისი თქმით, ამ მიმართულებით ცვლილებების განხორციელებაზე საუბარი უკვე წლებია მიმდინარეობს.

„ავტოსკოლების წარმომადგენლებს ცვლილებები მოგვწონს, რადგან პრატიკული გამოცდის არსებული შინაარსი საერთოდ არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. მნიშვნელოვანია ქალაქში გამოიყოს ავტომობილის მართვის სწავლებისთვის შესაბამისი არეალები, რათა მომავალი მძღოლების მომზადება მარტივად და შეფერხების გარეშე შევძლოთ. ჯერჯერობით, როგორც ვიცი, არ არის მოძიებული ადგილები, სადაც შესაძლებელი იქნება ქალაქში ავტომობილის ტარების სწავლება.

როგორც წესი, კანონმდებლობა კრძალავს მართვის მოწმობის არმქონე ადამიანისთვის ქალაქში სწავლებას, ამას სჭირდება სპეციალური ადგილები, ეს არის ერთადერთი ფაქტორი, რაც აფერხებს ცვლილებებს. პრაქტიკის გამოცდას სწორედ ეს კომპონენტი აკლდა, გამოცდილება საგზაო პირობებში ავტომობილის ტარებისას, იმიტომ რომ რეალურად, დღესდღეობით, ადამიანს ვსვამთ მოედანზე და შემდეგ ვუშვებთ ქუჩებში, რაც არასწორია. ეს სტანდარტი არ შეესაბამება რეალობას. მაგალითად, საბერძნეთსა და საფრანგეთში, სადაც ამ კუთხით იდენტური კანონმდებლობაა, მოითხოვება 54 პრაქტიკის გაკვეთილის გავლა, რომ ადამიანმა მართვის მოწმობა აიღოს“, - ამბობს დავით ოძელაშვილი.