სააგენტომ “აწარმოე საქართველოში” დღეს წლიური ანგარიშისა და სამომავლო გეგმების პრეზენტაცია გამართა. როგორც სააგენტოს ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა განაცხადა, მათ პროგრამის ეკონომიკური ანალიზი გააკეთეს.
“სახელმწიფოს მხრიდან თითო სუბსიდირებულმა ლარმა სტიმული მისცა კერძო სექტორის მხრიდან 16-ჯერ მეტი ინვესტიცია განხორციელებულიყო. იგივე სუბსიდირებულმა ლარმა 5 ლარის გადასახადები შემოიტანა ბიუჯეტში და იგივე სუბსიდირებულმა ლარმა 9 ლარამდე მთლიანი შიდა პროდუქტი შექმნა.
და ეს მხოლოდ 6 წლის თავზე პროგრამის ამოქმედებიდან.
იცით, რომ სასტუმროც და საწარმოც არის ბიზნესი, რომელიც კრეფს ნელნელა მომენტუმს და საშუალო და გრძელვადიან პერიოდში მეტ ეკონომიკურ დოვლათს შექმნის.
ასევე ძალიან კარგი შედეგები გვაქვს ექსპორტის მიმართულებით. ყოველწლიურად უფროდაუფრო მეტი კომპანია გადის ექსპორტზე, მეტი კომპანია ესწრება ჩვენს მიერ მხარდაჭერილ გამოფენებს”,- აცხადებს მიხეილ ხიდურელი.