მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალ წელს მერაია ქერის Twitter-ის ანგარიში გაუტეხეს

5e0f34ea97580
ნათია თაქთაქიშვილი
03.01.20 17:10
934
ახალი წლის ღამეს მერაია ქერის Twitter-ის ანგარიში გაუტეხეს. როგორც CNBC-ი აღნიშნავს, მერაია ქერის Twitter-ის პლატფორმაზე 21 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.

მერაია ქერის Twitter-ის ანგარიშის გატეხვაში ეჭვმიტანილია ჰაკერების ჯგუფი Chuckling Squad-ი.

აღსანიშნავია,რომ მათ შეტევა Twitter-ის CEO-ს ანგარიშზეც განახორციელეს აგვისტოშიც, საიდანაც უცენზურო განცხადებები კეთდებოდა. მოგვიანებით კი, Twitter-მა უცენზურო პოსტები წაშალა.

Twitter-მა მერაია ქერის ანგარიშის გატეხვის ფაქტი დაადასტურა, ხოლო მომღერლის მხარე ამ ეტაპზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.