მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი ძალით უნდა შევუდგეთ ახალი კანონპროექტების შექმნას - ბეჟან წაქაძე

5f157e3eed14a
ვიქტორია მღებრიშვილი
21.07.20 09:45
1086
"'ბიზნესში გამოწვევები ყოველთვის არის და ყოველთვის იქნება, მაგრამ მთავარია, ჩვენ ეს გადავწყვიტოთ", - ასე პასუხობს ბიზნესმენი და უკვე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატი ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში ბეჟან წაქაძე BM.GE-ის კითხვას, რომელიც ბიზნესის წარმოების პროცესში არსებულ გამოწვევებს შეეხებოდა.

GDG ჯგუფის დამფუძნებელი ამბობს, რომ გამოწვევები 3-4 წლის წინ სხვა იყო, თუმცა ახლა საჭიროა, აგრესიული პოლიტიკა იმისთვის, რომ ეკონომიკა აღორძინდეს.

„ბიზნესში გამოწვევები ყოველთვის არის და ყოველთვის იქნება, მაგრამ მთავარია, ჩვენ ეს გადავწყვიტოთ. რაც გამოწვევები იყო 3-4 წლის წინ, ეს გამოწვევები დღეს არ არის, დღეს სხვა გამოწვევები გვიდგება. რაც შეიძლება აგრესიული პოლიტიკა უნდა განვახორციელოთ ეკონომიკური ზრდის კუთხით - ახალი საწარმოების და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით, იმიტომ რომ ინფრასტრუქტურა, რაც ბიზნესის საწარმოებლად არის, უკვე არსებობს. მას უნდა მივაყოლოთ ბიზნესი, ეს თავისთავად მოხდება“, - ამბობს ბეჟან წაქაძე.

ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით, ქვეყანამ ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში გაწერილი ვალდებულებებით ახალი კანონპროექტები და ინიციატივები უნდა წარადგინოს, რათა ევროპასთან მიახლოება მოხდეს. 

„ახალი ძალით, ახალი ენერგიით უნდა შევუდგეთ კანონ პროქტების შექმნას, ახალი ინიციატივების შექმნას, ამისთვის მივდივართ პარლამენტში. იქნება ინიციატივები რეგიონების მიხედვით, ამას შევაჯერებთ გუნდში და ამის მიხედვით ვიბრძოლებთ ყველა. როგორც დღეს კოვიდ-19-ზე ჩვენ გავიმარჯვეთ და მსოფლიოში ერთ-ერთი საჩვენებელი ქვეყანა ვართ, იმის გავლით, რომ გვყავს პროფესიონალები, შემდეგი მოწვევის პარლამენტიც ყოველივე ამას გააკეთებს იმ პროფესიონალებით, რომლებიც დღეს "ქართულმა ოცნებამ" წარადგინა. როგორც კოვიდს შევუტიეთ, ასევე შევუტევთ ეკონომიკას და ჩვენ ავამაღლებთ და განვავითარებთ მას. ეს 4 წელიწადი იქნება გარდამტეხი და თქვენ ნახავთ 4 წელიწადში რა იქნება გაკეთებული“, - განმარტა ბეჟან წაქაძემ.