მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პოპულიზმი უნდა დასრულდეს. ყველამ საქმეს უნდა მოკიდოს ხელი“ - ბეჟან წაქაძე

6488db6f71da2
თელარა გელანტია
14.06.23 01:09
708
საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ბეჟან წაქაძის აზრით, „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეკონომიკა გაიზარდოს.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა.

ბიზნესიდან პოლიტიკაში წასული დეპუტატი ფიქრობს, რომ ქვეყნის განვითარებისთვის საჭიროა, მაქსიმალურად მეტი თანხა მიიმართოს ეკონომიკაში.

„ეკონომიკა იზრდება და კიდევ უნდა გაიზარდოს... ქვეყანა უნდა განვავითაროთ. შეიძლება მისაღები იყოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც პოპულარული არაა და ჩვენ ძალიან ბევრ არაპოპულარულ ნაბიჯს ვდგამთ; ესეც საჭიროა ქვეყნისთვის და ასე გამოვალთ ნელ-ნელა... შეიძლება შეიქმნას ისეთი მდგომარეობა, რომ რაღაც შოკის მდგომარეობა გამოვიყენოთ, მაგრამ უნდა გავაკეთოთ თუ ქვეყანა გვიყვარს“, - თქვა დეპუტატმა.

კითხვას - „რას უნდა დაესვას წერტილი“ – „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ასეთი პასუხი გასცა: „ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს პოპულიზმი. ყველამ უნდა მოკიდოს საქმეს ხელი. მეტი უნდა გააკეთო და ნაკლები ისაუბრო“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები