მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი სლოგანი "ვისწავლოთ covid-თან თანაცხოვრება" - რა შეზღუდვები დარჩება ხანგრძლივად?

5ec54ea8a4a56
თელარა გელანტია
20.05.20 19:34
6341
„სლოგანი, რაც დღემდე გვქონდა - „დარჩი სახლში“, თანდათანობით შეიცვლება სლოგანით, რომ „ვისწავლოთ covid-თან თანაცხოვრება“, - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ონლაინ-პრესკონფერენციაზე კითხვას იმის თაობაზე, თუ რა ტიპის შეზღუდვები შეიძლება დარჩეს ქვეყანაში ხანგრძლივად.

„მთელი რიგი შემზღუდველი ღონისძიებები საკმაოდ დიდ ხანს დარჩება. არავის სიამოვნებს პირბადით სიარული დაწესებულების შიგნით, მაგრამ დახურულ სივრცეებში და შეკრებების დრო პირბადე დიდ ხანს დარჩება. სოციალური დისტანცირება, ასევე, დიდხანს დარჩება. ხომ ვიცავთ წესს მაღაზიებში შესვლისას - ძალიან კარგია ეს. თანდათან, ახლა სხვა ტიპის მაღაზიები იხსნება, როგორც ვიცი, იქაც ძალიან კარგად იცავენ წესებს - უზომავენ ტემპერატურას, არის ხელის სანიტაიზერები, შეიძლება ეს ყველაფერ არ გვსიამოვნებს, მაგრამ ეს შეზღუდვები დარჩება, ყოველ შემთხვევაში, ამ შემოდგომაზე, ეს დანამდვილებით ვიცი და მერე ვნახოთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის: ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 713 შემთხვევაა დაფიქსირებული. ვირუსმა 12 პაციენტი იმსხვერპლა; გამოჯანმრთელდა 475 მოქალაქე.