მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახლა გადავდივართ პიკს და დაღმავალ ფერდზე გავდივართ – გამყრელიძე

60a23ded85144
ინგა მურუსიძე
17.05.21 14:16
1110
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძე ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას ასე აფასებს: "ახლა გადავდივართ პიკს და დაღმავალ ფერდზე გავდივართ".

გამყრელიძის თქმით, ამას მიუთითებს ბოლო 7 დღის განმავლობაში როგორც ინფიცირების მაჩვენებლის, ისე დადებითობის მაჩვენებლის კლება. NCDC-ს ხელმძღვანელის თქმით, შეზღუდვების შემსუბუქება(კომენდანტის საათის გადაწევა 23:00 საათამდე და შაბათ–კვირას რესტორნების ღია სივრცეების გახსნა) რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა და მათ შორის იყო მოქალაქეების განწყობა. 

„საზოგადოებაში არის სერიოზული ვნებათაღელვა ღამის კარანტინთან დაკავშირებით, მით უმეტეს მაისში, როცა უკვე სერიოზულად დათბა. აქ ოქროს შუალედი უნდა გვეპოვა, სრული შემსუბუქება დაუშვებელია, ვიდრე ეპიდსიტუაცია არ დამშვიდდება და მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, მოსახლეობის განწყობის გათვალისწინება. ეს შუალედი მოვძებნეთ და კარანტინის ხანგრძლივობა შემცირდა“, - განაცხადა გამყრელიძემ და დასძინა, რომ ქვეყანაში რეგულაციების შესრულების მონიტორინგი, მათ შორის კომენდანტის საათის, კიდევ უფრო გამკაცრდება.