05.აპრილი .2022 23:41

ენერგეტიკული ბირჟა მილიონი ევროს პროგრამულ უზრუნველყოფას ყიდულობს

ენერგეტიკული ბირჟა მილიონი ევროს პროგრამულ უზრუნველყოფას ყიდულობს
views 804
უკან

საქართველოში ენერგეტიკული ბირჟის სრულფასოვანი ამოქმედება 2021 წლის 1 ივლისს იგეგმებოდა, ის ჯერ 2022 წლის 1 იანვრამდე, შემდეგ კი 1 მარტამდე გადაიდო, თუმცა არც პირველ მარტს ამოქმედებულა. ამჟამად რეფორმის დაწყება 2022 წლის ივლისამდე არის გადადებული.

პარალელურად, ბირჟა ოპერირების დაწყებისთვის ინფრასტრუქტურის გამართვაზე მუშაობს. სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა გამარტივებული შესყიდვის შესახებ ინფორმაცია, რომლითაც ენერგეტიკული ბირჟა 1,177,000 ევროდ ახალ პროგრამულ უზრუნველყოფას ყიდულობს, რომლითაც დღით ადრე და დღიური ვაჭრობის ენერგეტიკული გარიგებები დაიდება.

ახალ პროგრამულ უზრუნველყოფას ენერგეტიკული ბირჟა კომპანია Nord Pool-ისგან შეიძენს, რომელიც სკანდინავიასა და ბალტიისპირეთში ელექტროენერგიის გადამცემი კომპანიების მიერ დაფუძნებული სავაჭრო სისტემაა.

ცნობისთვის: საქართველოში უკვე რამდენიმე წელია ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის რეფორმა მიმდინარეობს, რომლის განხორციელების ვალდებულება საქართველომ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით აიღო. ენერგეტიკული ბირჟა, ასევე განაწილების და მიწოდების სფეროებში საქმიანობების გამიჯვნა ამ რეფორმის ნაწილია.

ბირჟის სრულყოფილად ამოქმედების შემდეგ, ელექტროენერგიის ფასი თავისუფალი ვაჭრობით დადგინდება.

რეფორმის დაწყების რამდენჯერმე გადავადების მიუხედავად, ბიზნესის ნაწილი მაინც მიუთითებს, რომ ბირჟაზე ვაჭრობისთვის მზად არ არიან.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა