მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კადრების დეფიციტს კვალიფიკაციის ნაკლებობა ქმნის - ბარკალაია

633e74b68f7ab
ლიკა მეგუთნიშვილი
06.10.22 21:20
772
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალია BMG-სთან იმ ძირითად მიზეზებს განმარტავს, რის გამოც ქვეყანაში კადრების დეფიციტის მნიშვნელოვანი პრობლემაა.

იგი ამბობს, რომ აღნიშნული პრობლემის მთავარი მიზეზი ერთი მხრივ სამუშაოს მაძიებელსა და დამსაქმებელს შორის არასწორი კომუნიკაციაა, ხოლო მეორე მხრივ კი კადრების არასაკმარისი კვალიფიკაცია.

„მაღალი უმუშევრობის დონე გვაქვს და უმუშევართა რაოდენობა, რომელსაც შესაბამისი კვალიფიკაცია არ აქვთ, რომ ბაზარზე დასაქმდნენ. სუბარია იმ კვალიფიკაციაზე, რომელიც დამსაქმებელს სჭირდება. ასევე, ჩვენი სოციალური პოლიტიკისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს არაფორმალურ სექტორში დასაქმების წახალისება. ეს საკმაოდ კომპლექსური პრობლემაა, სამუშაოს მაძიებელთა არსებობის და მათი ვერ დასაქმების,“ - აცხადებს ბარკალაია.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ სამინისტრო აღნიშნული პრობლემის გადაჭრისთვის არაერთ ქმედით ნაბიჯს დგამს, თუმცა, კადრების დეფიციტი მხოლოდ ერთი სამინისტროს უზრუნველსაყოფელი საკითხი არ არის.

„ამ პრობლემის გადაჭრისთვის ჩვენმა სამინისტრომ აქტიურად დაიწყო მუშაობა აქტიური შრომის ბაზრის პოლიტიკის განხორციელებით. პირველ ეტაპზე, მცირე ნაბიჯები 2015 წელს გადაიდგა, ხოლო 2020-ში ჩამოყალიბდა დასაქმების სააგენტო, რომელიც მუშაობს იმ მოქალაქეების უნარების განვითარებაზე, რომლებიც გრძელვადიანად უმუშევრები არიან. სააგენტოს მიზანია, ეს ადამიანები რაც შეიძლება მოთხოვნადები გახდნენ ბაზარზე და მიეცეთ დასაქმების შესაძლებლობა. გარდა ამისა, შრომის ბაზარზე აქტივაციის წახალისების მიზნით, მნიშვნელოვანი ცვლილებები განვახორციელეთ სოციალურ პოლიტიკაშიც. თუკი, ადრე შემოსავლის გაჩენის შემთხვევაში სოციალური გასაცემელი წყდებოდა, დღეს ღია ბაზარზე დასაქმების შემთხვევაში, სოციალური გასაცემელი 4 წლის განმავლობაში ნარჩუნდება. ეს ყოველივე კი, არის დასაქმებისკენ წახალისება და არა პირიქით, უმუშევრობისკენ წახალისება“, - აცხადებს ბარკალია.