მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი გაიზარდა

5dcaeddfa6702
მიხეილ ხაჩიძე
12.11.19 21:21
1657

1 ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის (Azeri LT CIF) ღირებულება მსოფლიო ბაზარზე 0.79%-ით გაიზარდა. როგორც საქართველოს მეზობელი ქვეყნის მედია წერს, თანხებში ის 0,53 დოლარით მეტს შეადგენს.



ამ დროისათვის აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულება ბარელზე 67,57 ამერიკული დოლარია.



შეგახსენებთ, აზერბაიჯანული LT CIF–ის მინიმალური ფასი 2001 წლის დეკემბერში დაფიქსირდა, მაშინ ის 19,15 აშშ დოლარი ღირდა, ხოლო მაქსიმალური ღირებულება - 2008 წლის ივლისში იყო, როდესაც 1 ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ფასი 149,66 აშშ დოლარი იყო.