მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Back to School - მეიჯერელისა და ქართულ-გერმანული ცენტრის ორგანიზებით ქუთაისში საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა

63357d69e9204
BM.GE
29.09.22 13:37
549
მეიჯერელ საქართველო რამდენიმე წელია ქართულ-გერმანულ ცენტრთან თანამშრომლობს. პარტნიორობის ფარგლებში, ქუთაისში, წელს უკვე მეოთხედ, საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა. კამპანიის ფარგლებში, მეიჯერელმა ასზე მეტ სოციალურად დაუცველ მოსწავლეს, სასკოლო ნივთები გადასცა.



მეიჯერელისთვის განათლება და მუდმივი განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს მომავალ თაობებს უკავშირდება. ამიტომაც, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ამ მიმართულებით დაგეგმილ წამოწყებებსა და საქველმოქმედო აქტივობებს და ახალგაზრდებისთვის ისეთი გარემოს შექმნას შევუწყოთ ხელი, სადაც ისინი მაქსიმალურად შეძლებენ საკუთარი პოტენციალის გამოვლენას.

ქართულ-გერმანული ცენტრი საქართველოში 25 წელზე მეტია ფუნქციონირებს და ის მთავარ მისიად, საქართველოში გერმანული ენისა და კულტურის პოპულარიზაციას ისახავს. მისი საქმიანობის ფარგლებში, ცენტრი მრავალფეროვან პროექტებსა და პროგრამებს ახორციელებს. ქართულ-გერმანული ცენტრი აქტიურად ცდილობს, რომ ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში გერმანული ენისადმი ინტერესის გაღვივებას. აღსანიშნავია, რომ ცენტრის არაერთი კურსდამთავრებული, დღეს უკვე მეიჯერელის საერთაშორისო გუნდის წევრია.

ქართულ-გერმანული ცენტრის ხელმძღვანელი, ნანა მეგრელიშვილი აღნიშნავს: „განსაკუთრებით სასიხარულოა, ისეთი ორგანიზაციების არსებობა, რომლებიც მუდმივად ფიქრობენ იმ ადამიანებზე, რომლებსაც კრიტიკულად ესაჭიროებათ თანადგომა. კომპანია მეიჯერელ საქართველო კი, სწორედ, მათ რიცხვს მიეკუთვნება. ძალიან დიდი მადლობა მათ ასეთი ზრუნვისათვის, ქველმოქმედებისა და თანამშრომლობისათვის. გულით ვისურვებდით ბევრ ისეთ კომპანიას საქართველოში, როგორიც მეიჯერელ საქართველოა“.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მეიჯერელისთვის განვითარება და წინსვლა პრიორიტეტულია. სწორედ ამიტომ, ის განათლების მიმართულებით არაერთ ინვესტიციას ახორციელებს. ქართულ-გერმანულ ცენტრთან ერთად, მეიჯერელი ხელს უწყობს საქართველოში გერმანული ენის პოპულარიზაციას და მეოთხე წელია, ცენტრის მოსწავლეებისთვის, ენის შემსწავლელ კურსებს აფინანსებს.

მეიჯერელ საქართველო ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის ინდუსტრიაში, ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელიც საერთაშორისო ბრენდებს, უმაღლესი ხარისხის მომხმარებელთა მომსახურებას სთავაზობს. მეიჯერელი საქართველოს მასშტაბით 3000-მდე დასაქმებულს, სამ სხვადასხვა ქალაქში (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი) აერთიანებს.

თუ გსურს გახდე მეიჯერელის საერთაშორისო გუნდის ნაწილი, მაშინ გაეცანი ჩვენს მიმდინარე ვაკანსიებს.

(R)