მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ბადაგონი": პოლონეთში ჩვენი ღვინის მოხმარება თითქმის გასამმაგდა

6173f2fe76d94
ლიკა გურაბანიძე
23.10.21 19:00
982

2021 წელს უმსხვილეს საექსპორტო საქონელს შორის კვლავ შედის ღვინო, რომლის გაყიდვებმაც იანვარ-სექტემბერში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16.5%-ით იმატა.

კომპანია "ბადაგონის" დამფუძნებელი გიორგი სალაყაია BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ 2020 წელთან შედარებით ბაზარი გამოცოცხლდა და ღვინის ექსპორტის ზრდის მთავარი მიზეზიც ეს არის. თუმცა, ბიზნესში პრობლემად რჩება იმპორტირებულ შესაფუთ მასალებზე ფასების ზრდა. გიორგი სალაყაიას თქმით, სწორედ ამიტომ, კომპანია 2022 წელს ღვინოზე ფასის კორექტირებას 7-10%-ით გეგმავს.

“ევროპაში ქართული ღვინის მოხმარების კუთხით, პროცესები ძალიან საინტერესოდ მიდის. პოლონეთი ლიდერობს, რომელმაც ჩვენი ღვინის მოხმარება თითქმის გაასამმაგა. ცხოვრების რიტმი გადალაგდა და ადამიანები შეკრებებს მაინც ახერხებენ, ჩვენი ბიზნესის წინსვლაზე ესეც ახდენს გავლენას. ასევე, საზღვრები გაიხსნა და ტურიზმის მიმართულებითაც სასიკეთო ძვრებია, ეს ყველაფერი ერთად საბოლოო ჯამში ბიზნესზე სასიკეთოდ აისახება” - აღნიშნა გიორგი სალაყაიამ.