ჯაფარიძის თქმით, პროკურატურისგან, სამწუხაროდ, არაკომპეტენტური და მიკერძოებული მოქმედება ბუნებრივი ამბავი გახდა. სიმართლე არის ერთი - ეს წერილი იყო გადმოცემული გახარიას გავლით.
“სამწუხაროდ, პრემიერს არ ჰყოფნის გამბედაობა, თქვას სიმართლე და უთხრას საზოგადოებას, თუ რა შეხება აქვს ამ წერილთან და იყო თუ არა ის ამ წერილის გადმომცემი. აქედან გამომდინარე, პროკურატურა კიდევ ერთხელ ადასტურებს ფაქტს, რომ გამოძიების ნაცვლად ის დაკავებულია პრემიერის გათეთრებით. მაგრამ ეს მცდელობა არის უსუსური.
აქ საუბარია იმაზე რომ თუ პროკურატურას სურდა გამოძიების ჩატარება, იქ არის ანაბეჭდები და ადვილი დასადგენია, როდის, სად და როგორ გადმოგვცა გახარიამ ეს წერილი. ამის ნაცვლად, პროკრატურა ცდილობს გიორგი გახარიას გათეთრებას იმით, რომ არ აღმოჩნდა მისი ანაბეჭდი წერილზე, არადა, ეს წერილი გადმოგვეცა გახარიას გავლით და მისი ანაბეჭდის იდენტიფიცირება შესაძლებელი იყო. გიორგი გახარის კომენტარი არის უსუსური. ის ცდილობს, გაექცეს პაუსხისმგებლობას,” - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.