19.მარტი .2022 21:56

BAG-ს კვლევამ სამშენებლო სექტორის ვარდნა აჩვენა

BAG-ს კვლევამ სამშენებლო სექტორის ვარდნა აჩვენა
views 1204
უკან

BAG-ს კვლევამ სამშენებლო სექტორის ვარდნა აჩვენა. ამის შესახებ “საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ „საქმიან დილაში“ ისაუბრა.

ლევან ვეფხვაძე სამშენებლო სექტორში ორი ტიპის კომპანიები ყოფს: დეველოპერები, რომლებიც ბინებს აშენებენ და ყიდიან, და ინფრასტრუქტურული კომპანიები, რომლებიც ინფრასტრუქტურულ პროექტებში არიან ჩართულები.

„ცხადია ორივე ტიპის კომპანიებს უჭირთ. კოვიდიდან გამომდინარე, ინფლაცია სამშენებლო მასალებზე არის ძალიან მძიმე, მაგრამ დეველოპერებში მეტი ოპტიმიზმია. ამის მიზეზი 2021 წლის გაყიდვებია. წლის დასაწყისში აპოკალიფსურ სურათებს ვხატავდით, თუმცა პროგნოზებთან საუკეთესო შედეგები ჰქონდათ. რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ კომპანიებს, აქ მძიმე სიტუაციაა, რადგანაც მათ ფიქსირებული კონტაქტუალური ურთიერთობები აქვთ, ჩაკეტილები არიან ღირებულებებში, პროექტები არათუ ვერ გაკეთდება, არამედ მივიღებთ გაკოტრებულ კომპანიებს. მეტიც კომპანიები, რომლებმაც საბანკო გარანტიები წარადგინეს პროექტების შესრულებაზე, იძულებულები იქნებიან გარანტიები სახელმწიფოს გადასცენ.“ - განაცხადა ვეფხვაძემ.

მისივე თქმით, საბოლოო ჯამში მივიღებთ ათასობით უმუშევარ ადამიანს, დაუსრულებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს და საქართველოს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან ზიანს.

„კოვიდის ეფექტი სამშენებლო მასალებზე ფასების 20-30 პროცენტიანი ზრდა იყო, ომის ეფექტით ეს რიცხვი გაორმაგდება. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ კვლევაში რუსეთ-უკრაინის ომის ეფექტი ჯერ არ არის ასახული. სიტუაცია დრამატულია.“ - განაცხადა BAG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა