მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BAG-ში "რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ" კანონის პროექტი განიხილეს

5e4a740ae9f38
BM.GE
17.02.20 15:07
1406
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში (BAG) საკანონმდებო ბაზის განვითარების კომიტეტის ფარგლებში, BAG-ის წევრებთან ერთად, განხილული იქნა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ კანონის პროექტი თანმდევი ცვლილებების პაკეტით, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავდა.

შეხვედრას ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე და საკანონმდებლო ბაზის განვითარების კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა ნოდია უძღვებოდნენ.

შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა კანონის ახალი პროექტით შემოთავაზებული ცვლილებები, მათ შორის საგადასახადო მოთხოვნების რიგითობისა და სტატუსის ცვლილება; გაკოტრების/რეაბილიტაციის პროცესისაგან აღსრულების ეროვნული ბიუროს დისტანცირება; რეგულირებული შეთანხმების ინსტიტუტის ცნება; გაკოტრების რეჟიმში მყოფი კომპანიის რეაბილიტაციის პროცესში გადასვლის (კონვერსიის) შესაძლებლობის გაჩენა და სხვა.

როგორც შეხვედრის შეფასებისას ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, „კანონპროექტი შეგვიძლია დადებითად შევაფასოთ როგორც წმინდა სამართლებრივი, ასევე ეკონომიკური კუთხით“.

„ახალი, თანამედროვე გადახდისუუნარობის კანონმდებლობა კიდევ უფრო წაახალისებს ქვეყანაში მეწარმეობას, ბიზნეს ინიციატივებს, გააუმჯობესებს საინვესტიციო გარემოს და ქვეყნის პოზიციას ბიზნესის კეთების რეიტინგში“, - განაცხადა მან.