მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბანკები 2025 წლისთვის ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ათობით მილიარდ დოლარს დაზოგავენ

5df3df2b5a80b
BM.GE
14.12.19 00:27
3666
ჩრდილოეთ ამერიკის ბანკებმა 2025 წლისთვის ხელოვნური ინტელექტის წყალობით, შესაძლოა, 70 მილიარდი დოლარის ოდენობის თანხა დაზოგონ. ამის შესახებ „ბიზნესინსაიდერი“ Accenture-ის კვლევაზე დაყრდნობით წერს. გარდა ამისა, გამოცემის ინფორმაციით, დანაზოგებმა მთლიანად ფინანსური სერვისების ინდუსტრიაში, რომელიც საბანკო, სადაზღვევო სექტორებსა და კაპიტალის ბაზრებს მოიცავს, შესაძლოა, 140 მილიარდ დოლარს მიაღწიოს.

ტექნოლოგიების გამოყენებით, ბევრი სამუშაო გახდება ავტომატიზებული და დასაქმებულებს გაუმარტივებს სამუშაო პროცესს. ავტომატიზაცია გამოათავისუფლებს ადამიანების იმ დროს, რომელიც შესაძლოა, შემდეგ გამოიყენონ მაგალითად, ინოვაციების შემნაზე, კომუნიკაციაზე და ა.შ.

„მასობრივი სოციალური და ტექნოლოგიური ცვლილებები უამრავ საფრთხეს და გამოწვევას ქმნის, თუმცა, ის ასევე ქმნის შესაძლებლობებს, რათა მნიშვნელოვან ფასეულობებს გაუხსნას გზა ახალი სამუშაო ძალის შექმნის, მუშაობის ახალი გზებისა და ახალი სამუშაო პოზიციების ჩამოყალიბების მხრივ“, - წერია Accenture-ის კვლევაში.

დოკუმენტის მიხედვით, 2025 წლისთვის 7-დან 10%-მდე სამუშაო იქნება ავტომატიზებული. არაერთი ბანკი, მაგალითად Citigroup-ი, Capital One-ი, და JPMorgan Chase-ი უკვე იყენებს ხელოვნურ ინტელექტს, რამაც ცალკეული სამუშაოები ავტომატიზებული გახადა.