მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კაპიტალის ბაზრის განვითარებას ინვესტორების ნაკლებობა აფერხებს“ - საქართველოს საფონდო ბირჟის დირექტორი

640468f8c7acb
ლიკა მეგუთნიშვილი
05.03.23 21:00
1175
მთავრობის სტრატეგიულ დოკუმენტ „ხედვა 2030“-ის მიხედვით, საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარების დონე ჯერ ისევ დაბალია. კერძოდ, ეკონომიკაში მსესხებლებსა და დამზოგველებს შორის კაპიტალის ალოკაცია არაეფექტიანი და შებოჭილია. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ამის გამომწვევი მიზეზი რეგულირებული საბანკო სექტორის შეზღუდული რისკი-მომგებიანობის პროფილი და დანაზოგებისა და სესხების ბაზარზე საბანკო სექტორის მაღალი კონცენტრაციაა.

ამ მოსაზრებას არ იზიარებს საქართველოს საფონდო ბირჟის გენერალური დირექტორი, ნინო ქურდიანი.

როგორც მან BMGtv-ის გადაცემა „ანალიტიკა“-ში სტუმრობისას აღნიშნა, პრობლემის ამ კუთხით დანახვა არასწორია, რადგან კაპიტალის ბაზრის განვითარებას ხელს არა ბანკების მაღალი კონცენტრაცია, არამედ ინვესტორების ნაკლებობა უშლის.

"ვფიქრობ, რომ ბანკების მაღალი კონცენტრაცია ხელს კი არ უშლის კაპიტალის ბაზრის განვითარებას, არამედ ავსებს იმ Gap-ს, რაც ამჟამად კომპანიებს რესურსებზე ხელმისაწვდომობის ნაწილში გააჩნიათ. გარდა ამისა, კაპიტალის ბაზარზე არის მეორე მხარეც - ინვესტორების მხარე. ამ შემთხვევაში, ძირითადად ინსტიტუციური ინვესტორები აქტიურობენ, ვისთვისაც ქართული კაპიტალის ბაზარი ნაცნობია და მათ იციან, როგორ მოახდინონ ოპერირება და სად დააბანდონ თანხები. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ მეტად მოვიზიდოთ უცხოელი ინვესტორები და გავააქტიუროთ საცალო ბაზარიც. მხოლოდ მათი მხრიდან აქტიურობას შეიძლება მოჰყვეს საბანკო კონცენტრაციის შესუსტება და კაპიტალის ნაწილის გადმოტანა საფონდო ბაზარზე“, - განაცხადა ნინო ქურდიანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები