19.თებერვალი .2020 19:50

ბანკებს ახალი პროდუქტების გამოშვებამდე სებ-ის ახალი მოთხოვნის დაკმაყოფილება მოუწევთ

views 571
უკან

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს გამოაქვეყნა სებ-ის პრეზიდენტის ბრძანების პროექტი, რომელიც საბანკო სისტემაში კომერციული ბანკების მიერ ახალი სერვისის/პროდუქტის დანერგვამდე ე.წ. "რეგულირების ლაბორატორიის"  ტესტირების გავლას ითვალისწინებს. 

"რეგულირების ლაბორატორია" - იგივე სენდბოქსი - საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ, ინოვაციური ფინანსური სერვისის ან/და პროდუქტის სატესტო გარემოში გამოსაცდელად შექმნილი პირობებისა და პროცედურის ერთობლიობა იქნება. 

"სენდბოქსის გამოყენების შესახებ განმცხადებლის სრულყოფილი განაცხადის მიღების შემდგომ საქართველოს ეროვნული ბანკი ახორციელებს განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი ბიზნეს გეგმის და სერვისის/პროდუქტის იდეის ტესტირებას. იდეის ტესტირება მოიცავს მისი ინოვაციურობის შეფასებას და სისტემური რისკების შეფასებას,"- ნათქვამია დოკუმენტის პროექტში. 

რეგულირების ლაბორატორიის წარმატებით გამოყენება გულისხმობს წინასწარ განსაზღვრული სამი ეტაპის - იდეის ტესტირების, კონცეფციის ტესტირებისა და რეალურ გარემოში გამოყენების ტესტირების წარმატებით გავლას.

აღნიშნული სამი ეტაპის გავლის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ბანკი განიხილავს ახალი ტექნოლოგიის გამოყენების წესების საზედამხედველო ჩარჩოში და საზედამხედველო მიდგომებში ასახვის საკითხს. 

"რეალურ გარემოში გამოყენების ტესტირება გულისხმობს განმცხადებლის მიერ შეთავაზებული სერვისის/პროდუქტის გამოცდას რეალურ გარემოში, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით,"- ნათქვამია დოკუმენტის პროექტში. 





მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა