მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იანვარში საბანკო დეპოზიტები 648 მილიონით შემცირდა - ეროვნული ბანკი

63fcb9cb3f5a8
შოთა ტყეშელაშვილი
27.02.23 18:09
1229
სტატიაში საუბარია:
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2023 წლის იანვრის საბანკო სექტორის ანგარიში გამოაქვეყნა. სებ-ის სტატისტიკის მიხედვით, იანვრის მდგომარეობით საბანკო სისტემაში არსებული დეპოზიტების მოცულობამ 43.64 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 648.73 მლნ ლარით, ანუ 1.46%-ით ნაკლებია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.44%-ით ნაკლები).

“იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 462.59 მლნ ლარით, ანუ 2.84%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 3.83%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 1.11 მლრდ ლარით, ანუ 3.97%-ით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირდა 2.93%-ით).

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2023 წლის იანვრის ბოლოსათვის 45.11 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 1.21 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 0.74 პროცენტული პუნქტით).

იანვარში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 8.06% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 11.51%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.07%,”- ნათქვამია სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

აღსანიშნია, რომ უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 81.22%, ხოლო ევროს წილმა 17.06% შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები