საქართველოს საბანკო სისტემაში დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტი შემცირდა. ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად, 2020 წლის პირველი ნოემბრისთვის ლარში დეპოზიტების 37.75% იყო ნომინირებული, რაც წინა თვესთან შედარებით 0.65 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.
შესაბამისად, ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურების ფონზე, მასში დაზოგვის მიმართ ნდობამ იკლო.
ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად, ბანკებში გასული თვის განმავლობაში მთლიანად სადეპოზიტო პორტფელიც შემცირდა.
"საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2020 წლის პირველი ნოემბრისათვის 32.28 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 561.89 მლნ ლარით, ანუ 1.71%-ით ნაკლებია პირველი ოქტომბრისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.66%-ით ნაკლები). ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების შემცირებას 119.86 მლნ ლარით, ანუ 0.78%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.24%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 442.04 მლნ ლარით, ანუ 2.53%-ით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირდა 1.46%-ით).
დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის 37.75 პროცენტი შეადგინა. პირველი ოქტომბრის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 0.65 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით შემცირდა 1.05 პროცენტული პუნქტით).
ოქტომბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.27% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 8.37%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.36%. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.41%, ხოლო ევროს წილმა 14.18% შეადგინა,"- ნათქვამია სებ-ის ანგარიშში.
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის