16.დეკემბერი .2020 12:42

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გავლით თურქეთიდან გამოსული პირველი სატვირთო შემადგენლობა ჩინეთში ჩავიდა

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გავლით თურქეთიდან გამოსული პირველი სატვირთო შემადგენლობა ჩინეთში ჩავიდა
views 1378
უკან

პირველი სატვირთო შემადგენლობა, რომელსაც თურქეთიდან საექსპორტო საქონელი ჩინეთში, სიანის პროვინციაში მიაქვს, ყაზახეთისა და ჩინეთის საზღვარზე არსებულ ქალაქ ხორგოსში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული გამოცემა Trend.az-ი წერს.

სააგენტო „ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტის“ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ სატვირთო შემადგენლობამ 6 593 ათასი კილომეტრი გაიარა.

აღსანიშნავია, რომ შემადგენლობა 42 კონტეინერისგან შედგება, სადაც თითოეული კონტეინერის წონა 40 ფუნტია.

სარკინიგზო შემადგენლობამ უკვე გაიარა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა და აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო კორიდორი - ანკარა, სივასი და ყარსი, რის შემდეგაც საქართველოს გავლით აზერბაიჯანში ჩავიდა, ხოლო შემდეგ კონტეინერები ბაქოს პორტიდან სატრანზიტო გზით სატვირთო გემით „Beket Ata" ყაზახეთში გაიგზავნა, რასაც მისი საბოლოო დანიშნულების ადგილამდე - ჩინეთში სიანის პროვინციაში ტრანსპორტირება მოჰყვება.

42 კონტეინერისგან შემდგარი სატვირთო შემადგენლობის საერთო გასავლელი მანძილი 8 693 ათასი კილომეტრია (ორი კონტინენტი, ორი ზღვა და 5 ქვეყანა). თურქეთიდან ჩინეთში ჩასვლისთვის გათვლილი დრო კი 12 დღე-ღამეს შეადგენს. სტამბულიდან სიანში ბაქო-თბილისი-ყარსის გავლით გაგზანილი შემადგენლობის ოპერატორები საერთაშორისო სატრანსპორტო კონსორციუმის წევრები - ADY Konteyner (აზერბაიჯანი),KTZ Express ( ყაზახეთი), GR Logistics (საქართველო) და Pasific Eurasia Logistics (თურქეთი) არიან.

შეგახსენებთ, რომ სატვირთო შემადგენლობა თურქეთიდან მიმდინარე წლის 4 დეკემბერს გავიდა. ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზაზე ჩინეთის მიმართულებით ტვირთის ტრანსპორტირება პირველად ხორციელდება. საქართველოში აღნიშნული საექსპორტო მატარებელი 8 დეკემბერს, გვიან საღამოს შემოვიდა.

ცნობისთვის, ჩინეთიდან თურქეთის გავლით ევროპაში 2019 წლის ნოემბერში პირველი სატვირთო შემადგენლობა გაიგზავნა, რომელმაც ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა გაირა.