ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს ნაწილის გაფართოებისთვის 100 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიცია ჩაიდება - ეს განცხადება აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გააკეთა. ინფორმაციას "ინტერფაქს აზერბაიჯანი" ავრცელებს.
"5 წლის წინ ჩვენს პარტნიორებთან ერთად ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა გავხსენით, ახლა ჩვენი ქვეყნის გავლით ტვირთბრუნვის ზრდის პირობებში ახალი ინვესტიციების ჩადება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს მონაკვეთის გაფართოებისთვის დავიწყეთ. ეს პროექტი ჩვენ 100 მლნ დოლარზე მეტი დაგვიჯდება“, - განაცხადა ალიევმა საერთაშორისო კონფერენცია „შუა დერეფნის გასწვრივ: გეოპოლიტიკა, უსაფრთხოება და ეკონომიკა“.
მისი სიტყვებით, პროექტი ერთი ან 1.5 წლის განმავლობაში უნდა დასრულდეს. ალიევმა აღნიშნა, რომ დღეისთვის აზერბაიჯანი ინვესტიციებს სარკინიგზო სისტემების, საჰაერო და გადაზიდვებისთვის საჭირო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოდერნიზებისთვისაც ახორციელებს.
ილჰამ ალიევის მანამდე გაკეთებული განცხადების მიხედვით, აზერბაიჯანი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის განვითარებაზე ინვესტირებას წლიურად ტვირთების გამტარობის 5 მლნ ტონამდე გაზრდის მიზნით განახორციელებდა.
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი 2017 წლის 30 ოქტომბერს ამოქმედდა. პროექტის ფარგლებში აშენდა ყარსი-ახალქალაქის 98 კმ-იანი რკინიგზა, რომლის 68 კმ თურქეთის ტერიტორიაზეა, 30 კმ კი საქართველოს ტერიტორიაზე. ამავე პროექტით საქართველოში ახალქალაქი-თბილისის 183 კმ-იანი სარკინიგზო მონაკვეთის რეკონსტრუქცია მოხდა. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის საერთო სიგრძე 827 კმ-ია. გასულ წელს რკინიგზით გადაზიდული ტვირთის მოცულობამ 476.9 ათასი ტონა შეადგინა, რაც გასული წლის მონაცემებს 2.1-ჯერ აღემატება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი