მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბარბალეს მარნის“ ღვინო ექსპორტზე აშშ-ში გავიდა - ზვიად კორძაძე

6465ebdf30690
თელარა გელანტია
18.05.23 13:28
858

„ბარბალეს მარნის“ ღვინოები აშშ-ში გაიყიდება. ამის შესახებ მარნის დამფუძნებელმა ზვიად კორძაძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ეს აშშ-ში „ბარბალეს მარნის“ ღვინის ექსპორტის პირველი შემთხვევაა.

„აშშ-ის 1000-მდე ბოთლი ღვინო გაიგზავნა. ჩვენი პროდუქცია ამერიკაში, ღვინის კონკრეტულ ბუტიკებში გაიყიდება. ექსპორტთან დაკავშირებით, კიდევ რამდენიმე მიმართულებით ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, მათ შორის ევროპაში და როცა წარმადობას გავზრდით, კიდევ 2-3 ქვეყანაში ვიქნებით წარმოდგენილები.

არ მიმაჩნია, რომ მცირე მარნების ღვინოები საზღვარგარეთ მარკეტებში უნდა იყოს იყიდებოდეს - ეს დიდ ხარჯებს მოითხოვს. ჩვენი მიზანია, ღვინის ბუტიკებში, რესტორნებში ვიყოთ წარმოდგენილი, სადაც ჩვენს ღვინოს დაიმახსოვრებენ და მოითხოვენ. ღვინოს აქვს ერთი თვისება - თავი უნდა დაგამახსოვროს“, - თქვა ზვიად კორძაძემ.

„ბარბალეს მარნის“ დამფუძნებლის ინფორმაციითვე, მარნის წლიური წარმადობა ამჟამად 5-6 ათას ბოთლამდეა. „მოთხოვნა უფრო მეტია, ამიტომ წარმადობის გაზრდაზე ვფიქრობთ და ნელ-ნელა 20-30 ათას ბოთლამდე ავალთ“, - დასძინა მან.

„ბარბალეს მარნის“ ღვინოები ადგილობრივ ბაზარზეც იყიდება. პროდუქცია „8000 მოსავლის“ ყველა ფილიალშია წარმოდგენილი.

აღსანიშნია ისიც, რომ “ბარბალეს მარანი” კახეთში შატოს აშენებს. კომპანიამ 1 ჰა მიწა უჯარმაში უკვე შეიძინა და ვაზის გაშენებაც დაიწყო. „მომდევნო წელი, ალბათ, უჯარმაში გადაბარგების წელი იქნება „ბარბალეს მარანისთვის“. ჯერ თბილსში ვართ ,გორგასლის #19-ში“, - თქვა ზვიად კორძაძემ.

„წერტილთან“ ინტერვიუში მან დადებითად შეაფასა ის ნაბიჯები, რომელთაც სახელმწიფო ღვინის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით დგამს და ისაუბრა ინდუსტრიის გამოწვევებზეც.

„მთავარია, ინდუსტრიამ რუსეთთან ვითომ აღდგენილ ფრენებს არ გააყოლოს თავისი ღვინო, რადგან ისევ შევლენ არაპროგნოზირებად ბაზარზე და მასზე დაყრდნობამ შეიძლება, როგორც ბიზნესისთვის, ისე ქვეყნის ეკონომიკისთვის დარტყმა ნებისმიერ დროს გამოიწვიოს“, - აღნიშნა ზვიად კორძაძემ.