მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ახლა რუსეთში ექსპორტის ჩანაცვლება მარტივი იქნებოდა“ - ვერა ქობალიას მოსაზრება

64877a6e38069
თელარა გელანტია
13.06.23 10:00
3889
2010-2012 წლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის და ამჟამად კანადის მთავრობის მრჩევლის ვერა ქობალიას აზრით, „ამ ეტაპზე, რუსეთში ექსპორტის ჩანაცვლება მარტივი იქნებოდა“.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირების და ექსპორტის დივერსიფიკაციის პოტენციალზე საუბრისას განაცხადა.

ვერა ქობალია ფიქრობს, რომ საქართველოს თავისუფლად შეუძლია აწარმოოს მაღალი ხარისხის პროდუქცია, რომლის ექსპორტსაც ევროპის და ამერიკის ბაზრებზე შეძლებს.

„მე არ მინდა, სხვა ადამიანები გავაკრიტიკო, მაგრამ ალბათ ყველა თავისი გადმოსახედიდან ფიქრობს, რომ ჩვენ არ გვაქვს პერსპექტივა, მეტი ევროპელი ან ამერიკელი ტურისტი მოვიზიდოთ საქართველოში ან მეტი ქართული პროდუქტი გავიტანოთ ექსპორტზე ევროკავშირსა და აშშ-ში, არადა, ჩვენ ეს ნამდვილად შეგვიძლია. საქართველოს შეუძლია, აწარმოოს ხარისხიანი პროდუქტი, რომელსაც ევროპაში გაყიდის...“, - თქვა ყოფილმა მინისტრმა.

კიდევ ერთი არგუმენტი, რატომაც ვერა ქობალიას მიაჩნია, რომ ქართული პროდუქციის რუსეთში ექსპორტის ჩანაცვლება დღეს უფრო მარტივადაა შესაძლებელი, რუსეთ-უკრაინის ომიდან გამომდინარე ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების დამოკიდებულებაა.

„ვფიქრობ, ამ ეტაპზე, რუსეთში ექსპორტის ჩანაცვლება მარტივი იქნებოდა; აბსოლუტურად ყველა ჩვენს მეგობარს - ევროპელ თუ ამერიკელ პარტნიორებს რომ ვუთხრათ, გვინდა, ჩავანაცვლოთ რუსული ბაზარი ამერიკის ბაზრით, ყველა გვერდში დაგვიდგებოდა და ბაზრებს კიდევ უფრო მეტად გახსნიდნენ. მეორე მხრივ, შევხედოთ რუსეთის ძველ პარტნიორებს ცენტრალურ აზიაში. ისინი რუსეთთან იმაზე მეტად იყვნენ დაკავშირებული, ვიდრე - საქართველო, მაგრამ ახლა ხვდებიან, რომ დამთავრდა ეს პერიოდი, როდესაც რუსეთში ეკონომიკური ზრდა იყო და ა.შ. ამიტომ ახლა ყახაზეთს ან ცენტრალური აზიის ნებისმიერ სხვა ქვეყანას რომ შევხედოთ, ყველა ცდილობს რუსეთისგან დივერსიფიკაციას და მის ნაცვლად თუნდაც ჩინეთისკენ შეტრიალებას, რადგან მათთვის ჩინეთია სტრატეგიული პარტნიორი და აზიისკენ იყურებიან; ცოტა სამარცხვინოა, როდესაც ყველაზე ახლო პარტნორები ასე დისტანცირდებიან პუტინის რუსეთისგან, რადგან სტრატეგიულად ფიქრობენ, რომ დადგა დრო, როცა უნდა შეცვალონ თავისი კურსი და ამ დროს საქართველო, რომელიც პირიქით, სწორ გზაზე ვიდექით და რაღაც სწორი მიმართულება გვქონდა არჩეული, ახლა, როდესაც რუსეთი ყველაზე სუსტია, მაშინ დავიწყეთ რუსეთთან ახლო ურთიერთობა“, - განაცხადა ვერა ქობალიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები