მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბარბის მწარმოებელი კომპანია გაზრდილი ფასებისა და მოთხოვნის შესახებ აცხადებს

6172c6e9a83a5
ნათია თაქთაქიშვილი
22.10.21 22:00
845
ბარბის მწარმოებელი კომპანია Mattel-ი გაზრდილი ფასებისა და მოთხოვნის შესახებ აცხადებს. კომპანიის თქმით, პროდუქციაზე ფასების მატებას მის გაყიდვებზე უარყოფითად არ უმოქმედია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ სათამაშოების მწარმოებელი კომპანიის განმარტებით, ფასების გაზრდა გადაზიდვაზე ტარიფების მომატებამ და საწარმოო მასალის გაძვირებამ განაპირობა. თუმცა მიუხედავად ამისა, კომპანიის გაყიდვებმა მესამე კვარტალში 8%-ით მოიმატა და შემოსავალმა 1.8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

Mattel-ის განცხადებით, მესამე კვარტალში ყველაზე კარგად გაყიდვადი პროდუქტი სათამაშო ბარბი და Hot Wheels-ის ავტომობილები იყო. მას შემდეგ რაც სათამაშოების მწარმოებელმა კომპანიამ ფინანსური ანგარიში გაასაჯაროვა, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე Mattel-ის აქციების ფასმა 6%-ით მოიმატა.

შეგახსენებთ, რომ Mattel-ი სათამაშოების მწარმოებელი ამერიკული კომპანია 1945 წელს ჰაროლდ მეტსონის, ელიოტ ჰენდლერისა და რუთ ჰენდლერის მიერ დაარსდა.