მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმის და ზუგდიდის ძველმა საკრებულოებმა 2022 წლის ბიუჯეტები პროტესტის ფონზე დაამტკიცეს

61a0a22a52b55
შოთა ტყეშელაშვილი
26.11.21 13:10
1599
ბათუმისა და ზუგდიდის წინა მოწვევის საკრებულოებმა დაჩქარებული წესით 2022 წლის ბიუჯეტები დაამტკიცეს. სხდომა ოპოზიციური პარტიების პროტესტისა და დაპირისპირების ფონზე წარიმართა.

რამდენიმეკვირიანი დაძაბულობა გამოიწვია ფაქტმა, რომ ამ მუნიციპალიტეტებში 2022 წლის ბიუჯეტის პროექტები არა - ახალმა, არამედ 2017 წლის მოწვევის საკრებულოებმა განიხილეს. საკრებულოებში შეკრებილ ოპოზიციონერებს ტერიტორია პოლიციის დახმარებით დაატოვებინეს.

ორივე მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულოში "ქართულმა ოცნებამ" ხმათა უმრავლესობა დაკარგა.

რა წერია ბათუმისა და ზუგდიდის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტებში:

ბათუმი:

2022 წლის ბიუჯეტის ხარჯები 252,547,400 ლარს შეადგენს. მათ შორის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების ბიუჯეტია 107,373,300 ლარი; ქალაქის დასუფთავება და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარება - 21,422,400 ლარი; განათლება - 26,792,300 ლარი; კულტურა, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი - 11,821,600 ლარი; ჯანმრთელობისა დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 18,408,600 ლარი; მუნიციპალური სერვისების განვითარება - 7,906,700 ლარი.

ზუგდიდი:

2022 წლის ბიუჯეტის ხარჯები 47,200,000 ლარს შეადგენს. მათ შორის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების ბიუჯეტია 9,925,000 ლარი; ქალაქის დასუფთავება და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარება - 6,990,000 ლარი; განათლება - 7,750,000 ლარი; კულტურა, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი - 4,951,000 ლარი; ჯანმრთელობისა დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 14,330,000 ლარი.