28.იანვარი .2022 18:40

ბათუმის მერიამ ვერ აღკვეთა “მეტრო ტერმინალის”-ის მიერ 7 კორპუსის უკანონო მშენებლობა - აუდიტი

ბათუმის მერიამ ვერ აღკვეთა “მეტრო ტერმინალის”-ის მიერ 7 კორპუსის უკანონო მშენებლობა - აუდიტი
views 1786
უკან

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში საუბარია მერიის მარეგულირებელ ფუნქციებზე, რომელსაც უწყება არაჯეროვნად ასრულებს, მათ შორის უკანონო მშენებლობების პრევენციაზე.

ყველაზე ფართომასშტაბიანი უკანონო მშენებლობა ბათუმში ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის “მეტრო ტერმინალს” უკავშირდება, რომელიც გოგოლის ქუჩაზე 50,000 კვადრატული მეტრის ნაკვეთზე 7 კორპუსს აშენებს.

“აუდიტის პერიოდში ჩატარებული დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ ბათუმში, ნ. გოგოლის ქ. №11-ში, სს „მეტრო ტერმინალი“ აწარმოებს 6-სართულიანი 7 კორპუსის უნებართვო მშენებლობას, რომელიც პრაქტიკულად დასრულების ეტაპზეა.
მშენებლობის მასშტაბურობისა და ა(ა)იპ − ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მიერ მშენებელი კომპანიის 180.000 ლარით დაჯარიმების მიუხედავად, მშენებლობა არ შეჩერებულა და აქტიურად მიმდინარეობს.

დასკვნა - მერიის მიერ უკანონო მშენებლობების აღკვეთის მიზნით, გატარებულმა ღონისძიებებმა ვერ უზრუნველყო უნებართვო მშენებლობების შეჩერება, რაც ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე მშენებლობების ზედამხედველობასთან დაკავშირებული შიდა კონტროლის სისტემის არსებით სისუსტეზე მიუთითებს და წარმოშობს არამართლზომიერი ქმედების რისკებს", - ნათქვამია აუდიტის სამსახურის დასკვნაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა