მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაზარზე ქართული ქვევრის ვისკი - Qwhiskey - გამოჩნდა

5dda9a2812303
ანი ციხისთავი
25.11.19 09:00
1655
ერთი კვირაა, რაც ქართულ ბაზარზე პირველი ქვევრის ვისკი გამოჩნდა როგორც Bm.ge თან საუბარიში, “ქვისკის” მარკეტინგის დირექტორი, ნინი ჭაჭია განმარტავს, ქვევრის ვისკი ერთადერთი სასმელია, რომელიც ღვინისგან მზადდება. ჭაჭიას განცხადებითვე, ქვევრის ვისკი სრულად გაწმენდილია ეთერზეთებისგან, რის გამოც ბახუსს არ იწვევს.

“სახელი მაინც თავისას შვრება: როდესაც ამბობ, რომ ქართული სასმელია, მაშინვე ინტერესს იწვევს. გეგმები დიდი გვაქვს ვაპირებთ, ქვევრის ვისკი ყველა ქვეყანაში გაიყიდოს”, - აცხადებს მარკეტინგის დირექტორი. მისივე თქმით, მოლაპარაკებები უკვე ევროპის რამდენიმე ქვეყანასთან მიმდინარეობს.

რაც შეეხება ფასებს, ის საშუალო შემოსავლიან სეგმენტზეა გათვლილი. 

ამასთან, როგორც ჩვენთან საუბარში ნინი ჭაჭია აცხადებს, ამ ეტაპზე “ქვისკის”  შეძენა რამდენიმე რესტორანსა და ღვინის მაღაზიაშია შესაძლებელი.