18.მარტი .2021 15:35

ბეჟან წაქაძე მიწის მოცდენის გადასახადის დაწესების ინიციატივით გამოდის

ბეჟან წაქაძე მიწის მოცდენის გადასახადის დაწესების ინიციატივით გამოდის
views 7867
უკან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბეჟან წაქაძე სასოფლო-სამეურნეო მიწების მოცდენის გადასახადის დაწესების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ მან პარლამენტში განაცხადა, სადაც სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს მინისტრის საათის ფორმატში უსმენენ.

დეპუტატის თქმითვე, აუცილებელია, განისაზღვროს დროულად დარეგისტრირებული მიწების ფონდი.

„მიწების რეგისტრაციის პროცესი ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს და რაღაც რეგულაციებია მისაღები, რომ ეს პროცესი დაჩქარდეს და ვიცოდეთ, ქვეყანაში რამდენი გვაქვს მიწის ფონდი.

მიწაზე გადასახადი ყველამ უნდა გადაიხადოს და ამასთან დაკავშირებით რაიმე შეღავათები არ უნდა იყოს. მიწა გამოყენებადი რესურსია და ამაზე გადასახადი აუცილებლად უნდა იყოს. დაუშვებელია მიწის მესაკუთრეები, რომლებიც არ ამუშავებენ მიწას. ჩემი აზრით, უნდა დაწესდეს მიწის მოცდენის გადასახადი. მიწის მესაკუთრემ, რომელიც ფლობს მიწას და წლების განმავლობაში არ ამუშავებს, გარკვეული გადასახადი უნდა გადაიხადოს. ეს არაპოპულარული, მაგრამ აუცილებელი ნაბიჯია ქვეყნის განვითარებისთვის. არსებული რესურსი დროულად და ეფექტიანად უნდა გამოვიყენოთ“, - განაცხადა დეპუტატმა ბეჟან წაქაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა