02.ივნისი .2021 16:36

ბეჟან წაქაძე: "ლარის კურსის აქეთ-იქით ქანაობა ბიზნესზე ძალიან ცუდად მოქმედებს"

ბეჟან წაქაძე: "ლარის კურსის აქეთ-იქით ქანაობა ბიზნესზე ძალიან ცუდად მოქმედებს"
views 738
უკან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბეჟან წაქაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე სებ-ის წლიური საქმიანობის ანგარიშის მოსმენის ფარგლებში განაცხადა, რომ ის აფასებს ეროვნული ბანკისა და მისი პრეზიდენტის ფრთხილ პოლიტიკას სხვადასხვა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, თუმცა ხაზს უსვამს იმას, რომ გადაწყვეტილების მიღებისას დადებითი და უარყოფითი ფაქტორები უნდა შეფასდეს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მიიღონ ქვეყნისთვის სასიკეთო გადაწყვეტილება; ამის მაგალითად კი ბეჟან წაქაძე სებ-ის მიერ გატარებულ ლარიზაციისა და პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პოლიტიკას ასახელებს.

„თქვენ ფრთხილი მენეჯერი ხართ და მე მივესალმები ამას, რადგან ამ სიფრთხილემ მოგვცა ის, რომ კრიზისის პერიოდში მაკროეკონომიკური მაჩვენებელი შევინარჩუნეთ. ეს განპირობებული იყო პასუხისმგებლიანი დაკრედიტების წესების დანერგვით, მაგრამ ხშირად ეს სიფრთხილე ეკონომიკური პროცესების შეფერხებას იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ ლარიზაცია კარგია, იმ რეგულაციებმა, რომელიც იპოთეკური სესხების გაცემაზე დააწესეთ, უძრავი ქონების ბაზარს ძალიან დაარტყა, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული შედეგი მოგვცა; როდესაც ეფექტზე ვსაუბრობთ და გადაწყვეტილებას ვიღებთ, საჭიროა, სასწორის ერთ პინაზე დავდოთ დადებითი მხარეები, რომელიც ამ გადაწყვეტილებას შეიძლება მოჰყვეს და მეორე მხარეს დავდოთ ურყოფითი ფაქტორები. ამ სექტორში ეკონომიკური ზრდა განსაკუთრებით შემცირდა და ამან დიდი დარტყმა მიაყენა საერთო ეკონომიკურ ზრდას; ასევე სამშენებლო დარგი ერთ-ერთი დიდი დონორია დასაქმების; ამასაც სერიოზულად დაარტყა და შემდეგ ეს გადაწყვეტილება შეცვალეთ. სიფრთხილე კარგია, მაგრამ ასეთ დროს ისეთი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, რომელიც ქვეყანისთვის აუცილებელია“, - მიმართა წაქაძემ სებ-ის პრეზიდენტს.

მან კობა გვენეტაძეს ჰკითხა, როგორ შეძლებს სებ-ი მიზნობრივი ინფლაციის შენარჩუნების პარალელურად ეკონომიკის სტაბილურობა უზრუნველყოს.

„ეროვნული ბანკის რეიტინგი მაღალია და ეს გამოწვეულია თქვენი სიფრთხილით, თქვენი რეზერვებით და მართვით, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ეკონომიკის ზრდას როგორ შეახამებთ იმას, რომ ინფლაცია არ იყოს ისეთი მაღალი, რადგან თქვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ინფლაციის ტარგერტირებაა.

ლარის სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია; როდესაც ლარი მყარდება, ესეც ცუდია, ვალუტა უნდა იყოს სტაბილური, მაგალითად უნდა იყოს 3.3 და ლარის აქეთ-იქით ქანაობა ძალიან ცუდად მოქმედებს ბიზნესზე; ის ვერ მართავს და არეგულირებს ფასებს. რა შეგიძლიათ თქვენ გააკეთოთ, რომ ლარი დაასტაბილუროთ, რათა ინფლაციაც შეინარჩუნოთ და ეკონომიკური სტაბილურობაც იყოს“, - იკითხა დეპუტატმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა