მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბელგია COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით ზომებს ისევ ამკაცრებს

5f19a1d6ba5a1
ნათია თაქთაქიშვილი
23.07.20 21:20
1016
ბელგიაში COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით ზომები კვლავ მკაცრდება. ქვეყანაში გამკაცრებული ზომები 25 ივლისიდან ამოქმედდება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ სოფი ვილემსის ბრძანებით, პირბადის ტარება აუცილებელი იქნება ღია სივრცეში ხალხმრავალ ადგილებში, ასევე ბარებსა და რესტორნებში. ბაზრობები კი, 22:00 საათზე დაიხურება.

ზომების გამკაცრების მიზეზი ქვეყანაში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში COVID-19-ის შემთხვევების რაოდენობის ზრდაა. 23 ივლისის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების 164 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გარდაიცვალა 3 ადამიანი.

სოფი ვილიმისის განცხადებით, გამკაცრებული საგანგებო მდგომარეობა შესაძლებელია 1 სექტემბრამდეც გაგრძელდეს და ეს დამოკიდებული იქნება ქვეყნის ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე.

ბელგიაში ახალი კორონავირუსის სულ 64,627 დადასტურებული შემთხვევა არის გამოვლენილი, დაღუპულია 9,808 ადამიანი.