მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბელგიამ EU-ს წევრებს შორის ყველაზე მეტი - €58 მილიარდის რუსული აქტივები გაყინა

63fdc789815d1
მარიამ ვარადაშვილი
28.02.23 13:29
861
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ბელგიამ ევროკავშირის წევრებს შორის ყველაზე დიდი მოცულობის დაახლოებით 58 მილიარდი ევროს ღირებულების აქტივები გაყინა. ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციითვე, აქტივების გარდა, 191 მილიარდი ევროს მოცულობის რუსეთის ფინანსური ტრანზაქცია დაბლოკეს. ამასთან, ბელგიამ 2 ათასამდე რუსეთის მოქალაქე და კომპანია შავ სიაში შეიყვანა.

სანქციების თავიდან არიდების პრევენციის მიზნით, ქვეყანა მკაცრად აკონტროლებს იმპორტზე და ექსპორტზე გასულ საქონელს. ამ კონტროლის ფარგლებში შესწავლილ იქნა 90 ათასზე მეტი შესყიდვის დოკუმენტი, ხოლო 8 ათასამდე კონტეინერი ფიზიკურად შემოწმდა. სანქციებისგან თავის არიდების შესაძლო შემთხვევაზე კი ქვეყანაში ათეულობით საქმე აღიძრა.

25 თებერვალს ევროკავშირმა დაამტკიცა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების ჯერჯერობით ბოლო, მეათე პაკეტი, რომელიც ორმაგი გამოყენების საქონლის ტრანზიტის აკრძალვას მოიცავს. ევროკავშირის დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელის, ჟოზეფ ბორელის განცხადებით, ახალი სანქციები ვრცელდება 121 ადამიანსა და ორგანიზაციაზე, ხოლო დაწესებული შეზღუდვები გავლენას მოახდენს რუსეთიდან იმპორტსა და ექსპორტზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები