მომავალ წელს ბელგიის მთავრობა უკრაინას დაახლოებით 1 მილიარდ 700 მილიონ ევროს გადასცემს. ეს თანხა კი გაყინული რუსული აქტივების დაბეგვრის შედეგად გენერირებული შემოსავალი იქნება.
მოგეხსენებათ, ამჟამად ევროკავშირის მასშტაბით რუსეთის ცენტრალური ბანკის მფლობელობაში არსებული 200 მილიარდი ევროს აქტივებია გაყინული, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი კი ბელგიაში ინახება, რომელიც წლიურად 25%-ით იბეგრება.
ბელგიის მთავრობის მეთაურის განმარტებით, ზემოხსენებული თანხა უკრაინის ჰუმანიტარულ დახმარებას და ქვეყნის რეკონსტრუქციას მოხმარდება. გარდა ამისა, ევროკავშირის სახელმწიფოები აქტიურად განიხილავენ გაყინული რუსული აქტივების აუქციონზე გაყიდვის და მიღებული თანხის უკრაინისთვის გადაცემის პერსპექტივას.