მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბევრ რესტორანს გარე სივრცე უბრალოდ არ აქვს - ლევან ქოქიაშვილი

601bff6721100
ინგა მურუსიძე
04.02.21 18:14
1049

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 15 თებერვლიდან რესტორნები ღია სივრცეები გახსნას შეძლებენ. მთავრობის ადმინისტრაციაში რესტორატორების და მთავრობის წარმომადგენლების შეხვედრა დღეს გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ რესტორატორები ამბობენ, რომ კითხვები ისევ რჩება.

საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის ხელმძღვანელის ლევან ქოქიაშვილის თქმით, რესტორნების ღია სივრცეების გახსნა დარგს ბევრს არაფერს აძლევს, რადგან ბევრ რესტორანს გარე სივრცე უბრალოდ არ აქვს.

„ამჟამად მსჯელობა მიდიოდა, თუ როგორი უნდა იყოს შეზღუდვები. ამ ეტაპზე მხოლოდ ის ვიცით, რომ გარე სივრცეები იხსნება, ეს ჩვენთვის მიუღებელია და ვცდილობთ გავერკვეთ, ეს გეგმის მიხედვით ხდება, თუ როგორ იღებენ გადაწყვეტილებებს? მაგრამ პასუხები არ არსებობს. ჩვენ ისევ იგივე სიტუაციაში გვაგდებს ეს ყველაფერი, როგორშიც ვიყავით, რადგან უამრავ რესტორანს უბრალოდ გარე სივრცე არ აქვს. ერთი კარგი მესიჯი არის, რომ მერია გარე სივრცეებს დროებით უფასოდ გვითმობს...სამწუხაროდ, ღია სივრცეების გახსნის გადაწყვეტილება რესტორნებს ვერ გადაარჩენს“, - განაცხადა ქოქიაშვილმა.