მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბევრია სამუშაო, რომ ჯანდაცვის დონე შეესაბამებოდეს იმას, რასაც ჩვენი მოქალაქეები იმსახურებენ"

5db41407072a4
BM.GE
26.10.19 13:36
838
ბევრია სამუშაო, რათა ქვეყანაში ჯანდაცვის დონე შეესაბამებოდეს იმას, რასაც ეს ქვეყანა და ჩვენი მოქალაქეები იმსახურებენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სამეგრელო ზემო-სვანეთის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება მნიშვნელოვან სოციალურ ჯგუფებზე გარკვეული პასუხისმგებლობით იმოქმედოს და ესენი არიან, პირველ რიგში პედაგოგები, ექიმები და სამართალდამცავი სისტემა.

„ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ის, რაც ხდება მედიცინაში, რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი, ეს არის, რომ თქვენ უნდა იზრუნოთ ჩვენი პატარებისა და ასევე ჩვენი ღვაწლმოსილი მოხუცების ჯანმრთელობაზე. მეორე, რა თქმა უნდა, სახელმწიფო სერიოზულ რესურსებს ხარჯავს ჯანდაცვაზე, ისევე როგორც სოციალურ კომპონენტზე და მესამე, იქ, სადაც დღეს ვართ, ამით კმაყოფილი არავინ არ არის", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, თუ რა დასკვნები გაკეთდება დღევანდელი შეხვედრის შემდგომ, რა დავალებების, ცვლილებების მიღება მოხდება და რა კონკრეტული შედეგები იქნება შემდეგ მიღწეული.