მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიძინა კულუმბეგოვი: ვაქცინაზე ორმხრივი მოლაპარაკებები გადაწყვეტილების მიღებასთან ახლოსაა

602bb9e7e3ea9
ვიქტორია მღებრიშვილი
16.02.21 17:02
614
იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი პრემიერ-მინისტრ და ჯანდაცვის ექსპერტების შეხვედრის შემდეგ, იმედოვნებს, რომ ქვეყანაში წლის ბოლომდე ვაქცინაციის ეროვნული გეგმა, რაც მოსახლეობის 60%-ის აცრას გულისხმობს, წარმატებით შესრულდება.

მიის თქმით, ქვეყანას აქვს რაღაც ტიპის გარანტირებული დოზები, ორმხრივი მოლაპარაკებები არის უკვე ახლოს გადაწყვეტილების მიღებასთან და ამის შესახებ მოსახლეობას მალე ეცოდინება.

„დღევანდელი შეხვედრა ეხებოდა მიმდინარე საკითხებს, ვაქცინაციისთვის მზადების პროცესს და იმ გეგმის იმპლემენტაციას, რომელიც ქვეყანას აქვს დასახული. ჩვენი მიზანია, რომ ეს გეგმა რეალობად იქცეს და ბუნებრივია, ამისთვის, ყველამ ერთად მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. ისიც გვესმის, რომ მსოფლიოში სერიოზული პრობლემაა წარმოებასა და ვაქცინების მოთხოვნას შორის და ამიტომაც, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო პროცესი.

ჯერჯერობით, ქვეყანას აქვს რაღაც ტიპის გარანტირებული დოზები, იგივე კოვაქსის პლატფორმიდან. ორმხრივი მოლაპარაკებები არის უკვე ახლოს გადაწყვეტილების მიღებასთან და ამის შესახებ მოსახლეობას მალე ეცოდინება. იმედებით ვარ აღვსილი, რომ ჩვენი ქვეყანა შეძლებს წლის ბოლომდე იმ ძირითადი გეგმის შესრულებას, რაც ჩვენი ზრდასრული მოსახლეობის 60%-ის აცრას გულისხმობს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის გახსნისთვის, მომავალი ფუნქციონირებისთვის და ბევრი სხვა ნიუანსისთვის“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.