მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბირჟაზე ნავთობის ფასები ეცემა

63b5255232078
გიორგი თოლორდავა
04.01.23 11:19
784
საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობის ფასების შემცირების ტენდენცია ფიქსირდება - გასულ 24 საათში ბარელი Brent-ის ღირებულება დაახლოებით 1%-ით შემცირდა და ამჟამად ბარელის ფასი 81 დოლარს შეადგენს; WTI Crude-ის ფასი კი 76 დოლარამდეა შემცირებული.

რაც შეეხება რუსულ ნავთობს, ბოლო სავაჭრო სესიაზე Urals-ის ტიპის ნავთობის ღირებულება 4.2%-ით შემცირდა და ამჟამად ბარელი რუსული ნავთობის ფასი 56 დოლარს შეადგენს.

ნავთობის ფასების შემცირება, უმეტესწილად, მსოფლიოს წამყვანი საფინანსო და საინვესტიციო ორგანიზაციების მიერ გავრცელებული პროგნოზებითაა განპირობებული. JPMorgan-ის, Goldman Sachs-ისა და Deutsche Bank-ის ანალიტიკოსები 2023 წელს დასავლეთში რეცესიის განვითარებას პროგნოზირებენ, რომელიც მინიმუმ ორი კვარტლის განმავლობაში გაგრძელდება.

ზოგადად, რეცესია ეკონომიკური აქტივობისა და მობილობის შემცირებას იწვევს, რაც, თავის მხრივ, საწვავზე მოთხოვნის შემცირებას უწყობს ხელს.

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია აზიის მასშტაბით კოვიდინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდის ფაქტორიც, რასაც აგრეთვე ნეგატიური გავლენა აქვს ენერგეტიკულ ბირჟაზე.